აშშ-ში კორონავირუსის 21 140 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

10:23, 05.06.2020

ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 21 140 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 1 036 ადამიანი. შესაბამის მონაცემებს ტელეკომპანია „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამგვარად, აშშ-ში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“ სულ 1 872 660 ათას ადამიანს დაუდასტურდა, მსხვერპლთა საერთო რიცხვი კი, 108 211-ს შეადგენს.

აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა კორონავირუსის შემთხვევებისა და გარდაცვლილთა რაოდენობით.

მსგავსი