აშშ-ში კორონავირუსის 20 519 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 481 პაციენტი
აშშ-ში კორონავირუსის 20 519 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 481 პაციენტი

აშშ-ში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 20 519 შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაიცვალა 481 ინფიცირებული. შესაბამის მონაცემებს ტელეკომპანია „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ში სულ რეგისტრირებულია კორონავირუსის 6 მილიონ 650 ათასი შემთხვევა. გარდაიცვალა 197 244 ადამიანი. კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვლილების რაოდენობით აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა.