აშშ-ში კორონავირუსის 20 461 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 1 015 პაციენტი
ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 1 015 ადამიანი გარდაიცვალა. „კოვიდ-19“-ით ინფიცირება კი, 20 461 ადამიანს დაუდასტურდა. შესაბამის მონაცემებს „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
სულ აშშ-ში გამოვლენილია კორონავირუსის 1 831 821 შემთხვევა. გარდაიცვალა 106 181 ინფიცირებული.
აქედან, კორონავირუსის 373 ათასზე მეტი შემთხვევა და 30 ათასამდე გარდაცვალება რეგისტრირებულია ნიუ იორკის შტატში.
აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულებისა და გარდაცვლილების რაოდენობით.