აშშ-ში კორონავირუსის 178 255 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 229 პაციენტი გარდაიცვალა
აშშ-ში კორონავირუსის 178 255 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 229 პაციენტი გარდაიცვალა

აშშ-ში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 4 229 ადამიანი გარდაიცვალა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია. ამასთან, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსი 178 255 ადამიანს დაუდასტურდა.

შესაბამის მონაცემებს „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს. აშშ-ში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სულ აღრიცხულია „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 24 434 000-ზე მეტი შემთხვევა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 406 001-ს შეადგენს.

აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებისა და გარდაცვლილთა რაოდენობით.