აშშ-ში კორონავირუსის 157 901 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აშშ-ში კორონავირუსის 157 901 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 157 901 შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამის მონაცემებს ტელეკომპანია „სიენენი“ ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამავე მონაცემებით, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 1 172 ინფიცირებული გარდაიცვალა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 13,5 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა სულ 268 045 ადამიანი.

აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა „კოვიდ-19“-ის შემთხვევებისა და გარდაცვალების რაოდენობის მიხედვით.