აშშ-ში კორონავირუსის 127 ათასი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
აშშ-ში კორონავირუსის 127 ათასი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 127 ათასი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსისი უნივერსიტეტი ავრცელებს.

შედეგად, აშშ-ში პანდემიის დაწყებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 10 მილიონს მიუახლოვდა.

აშშ კორონავირუსის შემთხვევებისა და მსხვერპლით მსოფლიოში ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა. ბოლო 24 საათში, „კოვიდ-19“-ის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა აღრიცხეს ჩრდილოეთ დაკოტაში, აიოვასა და ვისკონსინში.

აშშ-ში კორონავირუსის შედეგად სულ 236 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.