აშშ-ში კორონავირუსის 120 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აშშ-ში კორონავირუსის 120 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 120 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სიენენი ავრცელებს. ეს აშშ-სთვის რეკორდული მაჩვენებელია.

სულ ბოლო დღე-ღამეში ქვეყნის ტერიტორიაზე 123 085 ახალი კოვიდინიფიცირებული აღრიცხეს. დაიღუპა 1 266 ადამიანი.

აშშ-ში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 9,6 მილიონ ადამიანს დაუდასტურდა. „კოვიდ-19“-ით დაიღუპა 234 911 პაციენტი.

აშშ კოვიდინფიცირებულების რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.