აშშ-ში კორონავირუსის 116 716 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 917 პაციენტი
აშშ-ში კორონავირუსის 116 716 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 917 პაციენტი

უკვე მეთორმეტე დღეა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველდღიურად „კოვიდ-19“-ის 100 000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის 116 716 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 917 პაციენტი. ინფორმაციას „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ამერიკის შეერთებულ შტატებში „კოვიდ-19“-ის ათ მილიონზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია 245 000 ადამიანი.