აშშ-ში კომპანია „ფაიზერისა“ და „ბიონტექის“ ვაქცინით 272 ათასზე მეტი ადამიანი აიცრა
აშშ-ში კომპანია „ფაიზერისა“ და „ბიონტექის“ ვაქცინით 272 ათასზე მეტი ადამიანი აიცრა

ამერიკის შეერთებულ შტატებში კომპანია „ფაიზერისა“ და „ბიონტექის“ ვაქცინით 272 ათასზე მეტი ადამიანი აიცრა. შესაბამის ინფორმაციას ამერიკული ტელეკომპანიასიენენი აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც უწყების წარმომადგენელმა, ექიმმა ტომ კლარკმა მრჩეველთა კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, აცრილი მოქალაქეების რეალური რაოდენობა გაცილებით მეტია, რადგან აღრიცხვა რამდენიმედღიანი შეყოვნებით ხდება.

კერძოდ, ვაქცინის პროვაიდერებს 72-საათიანი ვადა აქვთ იმისთვის, რომ ჯანდაცვის უწყების ადგილობრივ წარმომადგენლობას მიაწოდონ მონაცემები, თუ რამდენ ადამიანს ჩაუტარდა ვაქცინაცია. ჯანდაცვის უწყებებს კი დამატებით 24 საათი აქვთ, რომ აღნიშნული მონაცემები დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს გადასცეს.

შეგახსენებთ, რომ 18 დეკემბერს აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ კორონავირუსის საწინააღმდეგო „მოდერნას“ ვაქცინაც დაამტკიცა, რაც იმას ნიშნავს, რომ აშშ-ში „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ვაქცინაცია უკვე ორი ვაქცინით ჩატარდება.