აშშ-ში კიბერსპორტული ჰოკეის ლიგა შეიქმნება
აშშ-ში კიბერსპორტული ჰოკეის ლიგა შეიქმნება

ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ (NHL) ჰოკეის სიმულატორის (NHL18) შემქმნელ EA Sports-თან და კლუბების მფლობელებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანი თანამშრომლობის განხილვა იყო, – იტყობინება Sportsnet.

NHL-ს მიაჩნია, რომ ჰოკეის სიმულატორში თანხის ინვესტირება დაეხმარება კლუბებს, გაზარდონ საკუთარი პოპულარობა, აგრეთვე მიიღონ შემოსავლის ახალი წყარო.
ასევე განიხილეს კლუბების მიერ კიბერსპორტსმენების გაფორმებისა და NHL-ის ეგიდით ჰოკეის სიმულატორში ჩემპიონატის ჩატარების ვარიანტი. გეგმის მიხედვით, ჰოკეიში კიბერსპორტული ლიგა მომავალ წელს გაჩნდება.

უფრო ადრე, NHL-ის კლუბებმა – “კოლორადომ“, “ლოს ანჯელესმა“, “ბოსტონმა”, “ნიუ ჯერსიმ“, “აილენდერსმა“, “ტამპა ბეიმ” და “ვაშინგტონმა” უკვე გააფორმეს თანამშრომლობის დოკუმენტები EA Sports-თან.