აშშ-ში ჰაილაინის კოლეჯიდან სტუდენტების ევაკუაცია განხორციელდა
აშშ-ში ჰაილაინის კოლეჯიდან სტუდენტების ევაკუაცია განხორციელდა

ვაშინგტონში, ჰაილაინის კოლეჯში სტუდენტების ევაკუაცია განხორციელდა.

ევაკუაციის მიზეზი სროლის ხმა იყო, რომელიც რამდენჯერმე გაისმა.

ზარი 911-ზე ადგილობრივი დროით 09:30 საათზე შევიდა.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. სასწავლო პროცესი შეჩერებულია. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. ასევე, არავინ დაუკავებიათ. მთელი კოლეჯისა და სტუდენტური საცხოვრებელი კამპუსის ტერიტორიაზე ჩხრეკა ჩატარდა.