აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 2 046 ადამიანი დაიღუპა
აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 2 046 ადამიანი დაიღუპა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში „კოვიდ-19“-ით 2 046 ადამიანი დაიღუპა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

ლეტალური შემთხვევების ასეთი მაღალი მაჩვენებელი ქვეყანაში მაისის შემდეგ არ დაფიქსირებულა.

დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსი ლაბორატორიულად 178 242 ადამიანს დაუდასტურდა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ამერიკის შეერთებულ შტატებში კოვიდ-19 ის 12 778 256 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 262 283 ადამიანი.