აშშ-ში გასული 24 საათის განმავლობში კორონავირუსის 21 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

10:34, 02.06.2020

ამერიკის შეერთებულ შტატებში გასული 24 საათის განმავლობში კორონავირუსის 21 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას „სიენენი“ ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვირუსით გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში 784 ადამიანი დაიღუპა. საერთო ჯამში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვირუსით 1 811 172 ადამიანი დაინფიცირდა და 105 167 გარდაიცვალა.

მსგავსი