აშშ-ში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 27 367 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 1 779 ადამიანი გარდაიცვალა
ამერიკის შეერთებულ შტატებში გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსის 27 367 შემთხვევა გამოვლინდა და 1 779 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
ყველაზე რთული მდგომარეობა კვლავ ნიუ იორკშია, სადაც ვირუსის 343 051 შემთხვევაა დაფიქსირებული და გარდაცვლილია 27 641 ადამიანი. ნიუ იორკის შემდეგ ყველაზე რთული მდგომარეობაა ნიუ ჯერსიში, ილინოისისა და მასაჩუსეტის შტატებშია.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, საერთო ჯამში, ახალი კორონავირუსის 1,414,774 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილია 85 898 ადამიანი.