აშშ-ში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსი 63 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა
აშშ-ში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსი 63 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა

აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექცია 63 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

„როიტერის“ ინფორმაციით, ეს 14 აგვისტოს შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

აშშ-ში ეპიდემიის დაწყების შემდეგ 8 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, მსხვერპლის რაოდენობამ კი 218 000-ს გადააჭარბა.

მედია წერს, რომ აშშ-ში ყოველ 41 ადამიანში ერთი ვირუსის მატარებელია. ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევები 7 მილიონიდან 8 მილიონამდე 21 დღეში გაიზარდა. ინფიცირებისა და მსხვერპლის რაოდენობით აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა.