აშშ-ში გასულ დღე-ღამეში 73 014 კოვიდინფიცირებულის ჰოსპიტალიზაცია მოხდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია
აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში 73 014 კოვიდინფიცირებულის ჰოსპიტალიზაცია მოხდა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ეს პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ჰოსპიტალიზაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო შვიდი დღის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის თითქმის ერთი მილიონი შემთხვევა გამოვლინდა. ჰავაის გარდა, ყველა შტატში ვირუსის ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვირუსის 10 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 247 ათასზე მეტი ადამიანი.