აშშ-ში გასულ 24 საათში „კოვიდ-19“-ის 67 417 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აშშ-ში გასულ 24 საათში „კოვიდ-19“-ის 67 417 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 67 417 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც დღემდე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაციას „სიენბისი ნიუსი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 760 282 ტესტი ჩატარდა.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის სამ მილიონზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია 136 ათასზე მეტი ადამიანი.