აშშ-ში გასულ 24 საათში კორონავირუსის 18 611 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 693 ადამიანი გარდაიცვალა
ამერიკის შეერთებულ შტატებში გასული 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსის 18 611 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 693 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის სულ 1 680 913 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილია 98 913 ადამიანი.