აშშ-ში გასულ 24 საათში კორონავირუსის 136 252 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 2 640 ადამიანი
აშშ-ში გასულ 24 საათში კორონავირუსის 136 252 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 2 640 ადამიანი

ამერიკის შეერთებულ შტატებში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 136 252 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 2 640 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვირუსის გავრცელებისა და ლეტალური შემთხვევების რაოდენობით ამერიკის შეერთებული შტატები პირველ ადგილზეა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 26 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 439 439 ადამიანი.