აშშ-ში გამოაცხადეს, რომ უიმბლდონის ორგანიზატორები ტურნირზე რუსებს არ დაუშვებენ #1TVSPORT
„დიდი სლემის“ რიგით მესამე ტურნირის – უიმბლდონის ორგანიზატორები არ დაუშვებენ რუს ჩოგბურთელებს წლევანდელ გათამაშებაში, – დაწერა ამერიკულმა სპორტულმა ვებგვერდმა Sportico-მ. მიზეზი უკრაინაში რუსული აგრესიაა. ამასთან, ჯერჯერობით გაურკვეველია ბელარუსების გამოსვლის საკითხი.
ადრე „ინგლისის ლაუნ-ტენისის კლუბმა“ (AELTC) გამოაცხადა, რომ მოლაპარაკებებს აწარმოებს ბრიტანეთის მთავრობასთან ტურნირში რუსი და ბელარუსი ჩოგბურთელების მონაწილეობასთან დაკავშირებით. ორგანიზატორების თქმით, ისინი საბოლოო გადაწყვეტილებას მაისის შუა რიცხვებში მიიღებენ, როცა დასასრულს მიუახლოვდება განაცხადების შეტანის ვადა.
შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე მამაკაცთა (ATP) და ქალთა (WTA) პროფესიულმა ტურებმა რუსებსა და ბელარუსებს ნეიტრალური ჩოგბურთელების სტატუსი მიანიჭეს და მათ ტურნირებზე საკუთარი დროშით გამოსვლა აუკრძალეს,