აშშ-ში გადასახადების რეფორმის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს
აშშ-ში გადასახადების რეფორმის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ გადასახადების რეფორმის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

კანონპროექტის მიხედვით, ბიზნესის გადასახადი მკვეთრად დაიკლებს და შემოსავლების 35%-დან 21%-ზე ჩამოვა. შემდეგი ეტაპი სენატია, რომლის მხარდაჭერასაც რეფორმის პროექტი მაღალი ალბათობით მიიღებს, ბოლოს კი კანონპროექტს ხელს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მოაწერს.

კენჭისყრაზე გადასახადების რეფორმას მხარი 227-მა რესპუბლიკელმა დაუჭირა. წინააღმდეგი იყო 223 დეპუტატი, მათ შორის 12 რესპუბლიკელი.

კანონპროექტი, რომელიც პრეზიდენტის მიერ არის ინიცირებული, ბოლო 30 წლის განმავლობაში, ყველაზე მასშტაბურ და ძირეულ ცვლილებებს ითვალისწინებს.

ეკონომისტების გათვლებით, გადასახადების შემცირება აშშ-ის ბიუჯეტის დეფიციტს მომდევნო 10 წელიწადში, 1,4 ტრილიონით დოლარით გაზრდის.

დემოკრატები ამტკიცებენ, რომ რეფორმით მხოლოდ მდიდრები და მსხვილი ბიზნესი იხეირებს.