აშშ-ში ელექტროსიგარეტის მოხმარების შედეგად პირველი ფატალური შემთხვევა დაფიქსირდა
აშშ-ში ელექტროსიგარეტის მოხმარების შედეგად პირველი ფატალური შემთხვევა დაფიქსირდა

აშშ-ში ელექტროსიგარეტის მოხმარების შედეგად პირველი ფატალური შემთხვევა დაფიქსირდა, – ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ელექტროსიგარეტის მოხმარების გამო, ფილტვების სერიოზული პრობლემები აშშ-ში სულ უფრო მეტ ადამიანს ექმნება. ილიონისის შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტმა კი, ელექტროსიგარეტის მოხმარების შედეგად პირველი ფატალური შემთხვევის შესახებაც განაცხადა. დაღუპულს ფილტვების სერიოზული დაავადება სწორედ ელექტროსიგარეტის მოხმარების შემდეგ გაუჩნდა.

აშშ-ის პროფილაქტიკისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, 2019 წლის ივნისში ფილტვების სერიოზული დაავადება ქვეყნის მასშტაბით 200-მდე ადამიანს გაუჩნდა. ამ პაციენტებს ერთი რამ აერთიანებთ – ყველა მათგანი ელექტროსიგარეტს მოიხმარდა.

აშშ-ის ბაზარზე მრავალი სახეობის ელექტროსიგარეტი და მისთვის განკუთვნილი ათასობით სხვადასხვა სითხე იყიდება. სტატისტიკური მონაცემებით კი, ელექტროსიგარეტების მოხმარება მოზარდებში საგრძნობლად იმატებს. 2018 წლის მაჩვენებლით, აშშ-ში ელექტროსიგარეტს 3,6 მილიონი მოსწავლე მოიხმარდა.

დატოვე კომენტარი