აშშ-ში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელი ქმედებების გასაპროტესტებლად აშშ-ის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. დემონსტრანტები თეთრი სახლთან, Tesla-ს შენობებსა და სხვადასხვა ქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ და სხვადასხვა საკითხზე უკმაყოფილება გამოხატეს, მათ შორის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ქმედებებზე.
აქციის მონაწილეებს ეჭირათ ბანერები წარწერით: „არა მეფეებს“.
დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამართული დემონსტრაციის „50501“ („50 პროტესტი, 50 შტატი, 1 მოძრაობა“) ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 80-ზე მეტი საპროტესტო აქცია გაიმართა.