აშშ-ში დღეს „სუპერ სამშაბათია“, პარტიები საპრეზიდენტო კანდიდატს ერთდროულად 14 შტატში აირჩევენ
აშშ-ში დღეს „სუპერ სამშაბათია“, პარტიები საპრეზიდენტო კანდიდატს ერთდროულად 14 შტატში აირჩევენ

აშშ-ში პარტიები საპრეზიდენტო კანდიდატს ერთდროულად 14 შტატში აირჩევენ. ამის შესახებ „ბიბისი“ (BBC) წერს.

შტატებში ამ დღეს „სუპერ სამშაბათს“ უწოდებენ.

მედიის ყურადღების ცენტრში დემოკრატიული პარტიაა, რომლის ამომრჩევლებიც დონალდ ტრამპის მეტოქეს ირჩევენ.

ამჟამად დემოკრატიული პარტიიდან საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენისთვის იბრძვიან ბერნი სანდერსი, ჯო ბაიდენი, მაიკლ ბლუმბერგი, ელიზაბეთ უორები და ტუსლი გაბარდი.

„სუპერ სამშაბათამდე“ ცნობილი გახდა, რომ საპრეზიდენტო არჩვენების მარათონს გამოეთიშა მინესოტას სენატორი ემი კლობუშერი და ქალაქ საით-ბენდის ყოფილი მერი პიტ ბუტეჯეჯი. მათ მხარდაჭერა ჯო ბაიდენს გამოუცხადეს.

აღსანიშნავია, რომ პირველ ოთხ შტატში გამართული პრაიმერიზის შედეგად, დემოკრატიული პარტიიდან ფავორიტად ბერნი სანდერსი მიიჩნევა.

დატოვე კომენტარი