აშშ-ში დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 3 157 ადამიანი გარდაიცვალა
აშშ-ში დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 3 157 ადამიანი გარდაიცვალა

აშშ-ში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით ერთ დღეში გარდაცვლილთა რეკორდული რაოდენობა, 3 157 შემთხვევა დაფიქსირდა. მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი აქვეყნებს.

ერთი დღით ადრე, ქვეყნის მასშტაბით ლეტალურმა შემთხვევათა რიცხვმა 2 760 შეადგინა. რეკორდულია ასევე ჰოსპიტალიზებული პაციენტების რიცხვი, რომელმაც 100 ათასს გადააჭარბა.

ქვეყანაში კორონავირუსის 14 მილიონამდე შემთხვევაა გამოვლენილი. მათ შორის ლეტალური აღმოჩნდა 275 ათასზე მეტი. პროგნოზირებენ, რომ მსხვერპლის რიცხვი თებერვლისთვის 450 ათასს გადააჭარბებს. მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში 200 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა აღრიცხეს.