აშშ-ში, დაწყებით სკოლაში აფეთქება მოხდა
აშშ-ში, დაწყებით სკოლაში აფეთქება მოხდა

აშშ-ში, სკოლაში ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. ინციდენტი მონტანას შტატში, დაწყებით სკოლაში მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.

სამართალდამცავების ცნობით, ქალაქ ელენას სკოლის სათამაშო მოედანზე ხელნაკეთი მოწყობილობა აღმოაჩინეს და ის მალევე აფეთქდა. მანამდე პოლიციამ მოსწავლეების ევაკუაცია შეძლო.

მომხდარის შემდეგ პოლიციამ ქალაქის სხვა სკოლებიც შეამოწმა თუმცა, ასაფეთქებელი მოწყობილობები არ აღმოუჩენია.

პოლიციის ცნობით, სკოლაში, სადაც აფეთქება მოხდა, სასწავლო პროცესი ხვალ აღდგება.

მომხდარის მიზეზები და სხვა დეტალები ჯერ უცნობი რჩება.