აშშ-ში დამოუკიდებლობის 245-ე წლისთავი მასშტაბური ფოიერვერკებით აღნიშნეს
აშშ-ში დამოუკიდებლობის 245-ე წლისთავი მასშტაბური ფოიერვერკებით აღნიშნეს

აშშ-ში დამოუკიდებლობის 245-ე წლისთავი მასშტაბური ფოიერვერკებით აღნიშნეს. გასულ წელს „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი თითქმის ყველა ღონისძიება გაუქმდა. წელს კი მოქალაქეებმა დამოუკიდებლობის დღე ღია სივრცეში აღნიშნეს.

ნიუ-იორკში, რომელიც პანდემიის ეპიცენტრი იყო, ღამის ცა ფოიერვერკებით განათდა. მოქალაქეები დამოუკიდებლობის დღეს შეძახილებით შეხვდნენ, მუსიკალური ჯგუფები კი პატრიოტულ სიმღერებს უკრავდნენ.

„როიტერი“ წერს, რომ „კოვიდ-19“-ის უფრო აგრესიული „დელტა“ ვარიანტის გავრცელების ფონზე, წლევანდელი დამოუკიდებლობის დღე ამერიკელებისთვის პატრიოტიზმის ჩვენებისა და თავისუფლების პიროვნული შეგრძნების აღნიშვნის საშუალება იყო.