ამერიკის შეერთებულ შტატებში ირანული ინგლისურენოვანი ტელევიზიის, Press TV-ის წამყვანი მარზიე ჰაშემი გაათავისუფლეს. ის 10 დღის განმავლობაში იყო დაკავებული.
როგორც Reuters-ი ფედერალური სასამართლოს ოქმზე დაყრდნობით წერს, ჰაშემი ფედერალური გამოძიების ფარგლებში დაკითხეს როგორც მოწმე. დაკითხვის დეტალები არ საჯაროვდება.
ირანულის სახელმწიფო ტელეკომპანიის, Press TV-ის ცნობით, ჟურნალისტი მარზიე ჰაშემი სენტ-ლუისის საერთაშორისო აეროპორტში 15 იანვარს დააკავეს.
აშშ-ში დაბადებული მარზიე ჰაშემი, რომლის თავდაპირველი სახელი მერლანი ფრანკლინი იყო, უკვე ათ წელზე მეტია, ირანში ცხოვრობს. ის ტელეწამყვანი და რამდენიმე დოკუმენტური ფილმის ავტორია.
Press TV-ის ინფორმაციით, ქალი აშშ-ში ნათესავების სანახავად ჩავიდა.