აშშ-ში დააკავეს პირი, რომელსაც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ედება ბრალი
აშშ-ში დააკავეს პირი, რომელსაც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ედება ბრალი

აშშ-ში რუსეთის სასარგებლოდ მოქმედი ჯაშუში დააკავეს,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი ოფიციალურ ვებგვერზე ავრცელებს ინფორმაციას.

როგორც ცნობილია, მექსიკელი მამაკაცი, ჰექტორ ალეხანდრო ფუენტესი სინგაპურში ცხოვრობდა, როდესაც რუსეთმა გადაიბირა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ მაიამიში საიდუმლო მისიით გაგზავნა.

გამოცემის ცნობით, ფუენტესი რუსეთმა 2019 წელს დაიქირავა და ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ფლორიდელი მაღალჩინოსნების შესახებ ინფორმაციის მოპოვება დაავალა.

დაკავებულმა უკვე აღიარა, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნების შესახებ ცნობებს რუსი ჩინოვნიკის დავალებით აგროვებდა.

სამართალდამცველებმა ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი მაშინ დააკავეს, როდესაც ის ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიის დატოვებას და მექსიკაში წასვლას ცდილობდა.

ფუენტესმა გამოკითხვის დროს აღიარა, რომ კონკრეტული დავალებები რამდენჯერმე რუსეთში ვიზიტის დროს მიიღო.

ამასთან ერთად, ფუენტესმა თქვა, რომ რუსი მაღალჩინოსნისგან კონკრეტული დავალებები მიიღო, რომლის თანახმადაც, მას ფლორიდაში საცხოვრებელი სახლი სხვის სახელზე უნდა დაექირავებინა, რუსეთთან დაკავშირებული საქმიანობის და რუს მაღალჩინოსნებთან შეხვედრების შესახებ საკუთარი ოჯახის წევრებთან კი არაფერი უნდა ეთქვა.