აშშ-ში ჩინეთის საელჩო – აშშ-ს თუ ომი სურს, იქნება ეს სატარიფო, სავაჭრო თუ სხვა ტიპის ომი, ჩვენ მზად ვართ, ვიბრძოლოთ ბოლომდე
FILE PHOTO-The Chinese national flag is seen in front of the financial district Central on the Chinese National Day in Hong Kong, China October 1, 2022. REUTERS/Tyrone Siu
თუ ომი არის ის, რაც აშშ-ს სურს, იქნება ეს სატარიფო, სავაჭრო თუ სხვა ტიპის ომი, ჩვენ მზად ვართ, ვიბრძოლოთ ბოლომდე, – ამის შესახებ აშშ-ში ჩინეთის საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ბიბისი“ წერს, რომ ჩინეთის საელჩომ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც პეკინმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სავაჭრო ტარიფებს საპასუხო ზომით უპასუხა.
„თუ ომი არის ის, რაც აშშ-ს სურს, იქნება ეს სატარიფო ომი, სავაჭრო ომი თუ სხვა ტიპის ომი, ჩვენ მზად ვართ, ვიბრძოლოთ ბოლომდე“, – წერს ჩინეთის საელჩო.
მანამდე ჩინეთში განაცხადეს, რომ 2025 წელს გეგმავენ თავდაცვის ხარჯების გაზრდას 7.2%-ით, 1.78 ტრილიონ იუანამდე, რაც დაახლოებით 231 მილიარდი ევროა.
ცნობისთვის, 2024 წელს ჩინეთმა სამხედრო ხარჯები ასევე 7,2%-ით გაზარდა.
აშშ-ის შემდეგ ჩინეთს მსოფლიოში თავდაცვის ყველაზე დიდი ბიუჯეტი აქვს.