აშშ-ში ბუნებათმცოდნეობის ეროვნული მუზეუმის წინ მდებარე თეოდორ რუზველტის ძეგლს ჩამოხსნიან
აშშ-ში ბუნებათმცოდნეობის ეროვნული მუზეუმის წინ მდებარე თეოდორ რუზველტის ძეგლს ჩამოხსნიან

აშშ-ში ბუნებათმცოდნეობის ეროვნული მუზეუმის წინ მდებარე თეოდორ რუზველტის ძეგლს ჩამოხსნიან. ძეგლი მუზეუმის შესასვლელთან 1940 წლიდან დგას.

„უოლ სტრიტ ჯურნალის“ ინფორმაციით, ძეგლი რამდენიმე წელია, კოლონიალიზმის და რასიზმის განდიდებას გამო კრიტიკის სამიზნეა. გადაწყვეტილების შესახებ ნიუ იორკის მერმა, ბილ დე ბლაზიომ განაცხადა.

„ამერიკის ბუნებათმცოდნეობის ეროვნულმა მუზეუმმა თეოდორ რუზველტის ძეგლის მოხსნის შესახებ მოთხოვნა წამოაყენა, რადგან ძეგლი შავკანიენებსა და ადგილობრივ ხალხებს რასობრივად დაქვემდებარებულად წარმოაჩენს. ეს სწორი გადაწყვეტილებაა და დროა, რომ ეს პრობლემატური ძეგლი მოვხსნათ“,- განაცხადა დე ბლაზიომ.

ბლაზიოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ნიუ იორკის მერს ძეგლის დატოვებისკენ მოუწოდა.