ბოლო ერთ დღეში „კოვიდ-19“-ით აშშ-ში 941 ადამიანი გარდაიცვალა. ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ქვეყანაში კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვმა 113 000-ს გადააჭარბა. ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტის მონაცემთა ბაზის მიხედვით, აშშ-ში „კოვიდ-19“-ით 113 803 ადამიანი გარდაიცვალა.
„კოვიდ-19“ აშშ-ში დღემდე ორ მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. ინფიცირებისა და მსხვერპლის რაოდენობით აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა.