აშშ-ში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით 830 ადამიანი გარდაიცვალა. „ბიბისის“ ინფორმაციით, წინა დღის მაჩვენებელთან შედარებით, მსხვერპლის რაოდენობა მცირედით არის მომატებული. 11 მაისს აშშ-ში 776 ადამიანის გარდაცვალება დადასტურდა.
12 მაისის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობამ 80 397 ადამიანს მიაღწია. „ბიბისი“ წერს, რომ ეპიდემიის დაწყების შემდეგ, აშშ-ში ახალი ტიპის კორონავირუსის 1 347 881 შემთხვევა დადასტურდა, რაც ჩინეთის მაჩვენებელზე 16-ჯერ მეტია, სადაც კორონავირუსი თავდაპირველად გამოჩნდა.