აშშ-ში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსი 195 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 3 401 ინფიცირებული
აშშ-ში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსული ინფექცია 195 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზის მიხედვით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ აშშ-ში „კოვიდ-19“-ით საერთო ჯამში 18.2 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში აშშ-ში „კოვიდ-19“-ს 3 401 ადამიანი ემსხვერპლა, ეპიდემიის დაწყების შემდეგ კი ქვეყანაში ინფექციით 322 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ყველაზე მეტი შემთხვევა კალიფორნიის, ტეხასისა და ფლორიდის შტატებშია დადასტურებული.