აშშ-ში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 58 411 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 485 ადამიანი
აშშ-ში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 58 411 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 485 ადამიანი

აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 58 411 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 485 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის სისტემური მეცნიერების და ინჟინერიის ცენტრის ცნობით, პანდემიის დაწყების შემდეგ აშშ-ში კორონავირუსული ინფექციით გამოწვეული დაავადება 28 953 217 ადამიანს დაუდასტურდა, რომელთაგან 524 362 ადამიანი გარდაიცვალა.

აშშ მსოფლიოში „კოვიდ 19“-ით ყველაზე მეტად არის დაზარალებული.

დატოვე კომენტარი