აშშ-ში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 4 327 ადამიანი გარდაიცვალა
აშშ-ში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 4 327 ადამიანი გარდაიცვალა

აშშ-ში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 4 327 ადამიანი გარდაიცვალა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია. ამასთან, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსი 215 805 ადამიანს დაუდასტურდა.

შესაბამის მონაცემებს „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სულ აღრიცხულია „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 22 838 000-ზე მეტი შემთხვევა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 380 670-ს შეადგენს.

აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებისა და გარდაცვლილთა რაოდენობით.

უკვე ერთი კვირაა აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 200 000-ს აღემატება.