აშშ-ში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 1313 ადამიანი გარდაიცვალა
აშშ-ში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 1313 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო ერთი დღის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით 1313 ადამიანი გარდაიცვალა. „კოვიდ-19“ დაუდგინეს 25502 ადამიანს. შესაბამის მონაცემებს ტელეკომპანია „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში სულ კორონავრიუსით გარდაცვლილია 67682 ადამიანი, გამოვლენილია ინფიცირების ერთი მილიონ 158 ათასი შემთხვევა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში მხოლოდ ნიუ იორკის შტატში კორონავირუსით 280 ადამიანი გარდაიცვალა.

ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოში პირველ ადგილზეა „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა, გარდაცვლილთა და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობის მიხედვით.