აშშ-ში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 24 362 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 265 ინფიცირებული
აშშ-ში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 24 362 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 265 ინფიცირებული

აშშ-ში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 24 362 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 265 ინფიცირებული.

შესაბამის მონაცემებს „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ში ამ დროისთვის რეგისტრირებული „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობა სულ ექვსი მილიონ 300 ათასს აღწევს, ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი, 189 206-ს შეადგენს.

კორონავირუსით ინფიცირებულებისა და გარდაცვლილების რაოდენობით აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა.