აშშ-ში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 198 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 3 286 ადამიანი
აშშ-ში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 198 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 3 286 ადამიანი

აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 198 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ვირუსით 3 286 ადამიანი გარდაიცვალა. შესაბამის ინფორმაციას „სიენენი“ ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აშშ-ში კორონავირუსის დაახლოებით 23 754 315 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის, ვირუსმა 395 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ მცირე 31 161 075 ვაქცინის დოზა გადანაწილდა, მათ შორის 12 მილიონზე მეტი დოზა უკვე გაკეთდა.

ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში აცხადებენ, რომ ვირუსის ახალი, ბრიტანული ვარიანტი, რომელიც აშშ-შიც არის აღმოჩენილი, ვირუსის გავრცელების სისწრაფეს გაზრდის. შესაბამისად, მოქალაქეებმა მეტად უნდა დაიცვან რეგულაციები – ატარონ ნიღბები, თავი აარიდონ შეკრებებს და დაიცვან სოციალური დისტანცია.