აშშ-ში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 157 531 შემთხვევა დაფიქსირდა
აშშ-ში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 157 531 შემთხვევა დაფიქსირდა

აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 157 531 შემთხვევა აღირიცხა. შესაბამის მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში გარდაიცვალა „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 1 058 ადამიანი.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე აშშ-ში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 12,3 მილიონი შემთხვევა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 257 016-ს შეადგენს.

აშშ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებისა და ვირუსის შედეგად გარდაცვლილების რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.