აშშ-ში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 44 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, 1 324 კი გარდაიცვალა
აშშ-ში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 44 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, 1 324 კი გარდაიცვალა

აშშ-ში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 44 091 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 1 324 ადამიანი.

შესაბამის მონაცემებს ტელეკომპანია „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერისტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ში სულ რეგისტრირებულია კორონავირუსის 5 მილიონ 482 ათასზე მეტი შემთხვევა. დაავადებას ემსხვერპლა 171 821 ადამიანი.

აშშ-ი „კოვიდ-19“-ით ინფიცირების შემთხვევებისა და გარდაცვლილების რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.