აშშ-ში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 162 601 ადამიანს დაუდასტურდა, 3 483 ინფიცირებული გარდაიცვალა
აშშ-ში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 162 601 ადამიანს დაუდასტურდა, 3 483 ინფიცირებული გარდაიცვალა

აშშ-ში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 3 483 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსი 162 601 ადამიანს დაუდასტურდა.

შესაბამის მონაცემებს „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სულ აღრიცხულია „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 25 929 000-ზე მეტი შემთხვევა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 436 678-ს შეადგენს.

აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებისა და გარდაცვლილთა რაოდენობით.