აშშ-ში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
აშშ-ში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

აშშ-ში ჰოსპიტალიზაციის მკვეთრი ზრდის გამო ნაწილობრივი კარანტინი მოქმედებს.

ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 124 686 კოვიდინფიცირებულს, რაც ქვეყნისთვის ჰოსპიტალიზაციის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

ამასთან, აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევების რეკორდული რაოდენობა აღირიცხა. როგორც ტელეკომპანია „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით წერს, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის გარდაცვალების 3 708 შემთხვევა აღრიცხეს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აშშ-ში კორონავრუსით სულ 338 544 ადამიანი გარდაიცვალა. ამ მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში პირველ ადგილზეა.