აშშ-ში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 180 477 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აშშ-ში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 180 477 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აშშ-ში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 180 477 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამის მონაცემებს ტელეკომპანია „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში ვირუსს 1 903 ადამიანი ემსხვერპლა.

აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 20 817 140 შემთხვევა.

გარდაიცვალა სულ 353 483 ადამიანი. აღნიშნული მაჩვენებლითაც აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა.