აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 1 193 და ინფიცირების 24 266 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 1 193 და ინფიცირების 24 266 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 1193-ით გაიზარდა.

გამოვლენილია „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 24 266 ახალი შემთხვევა.

შესაბამის მონაცემებს „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით სულ 1 მილიონ 746 ათასი ადამიანი დაინფიცირდა. გარდაცვლილია 102 809 პაციენტი.

აშშ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებისა და გარდაცვლილების რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს.