აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 60 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 933 პაციენტი კი გარდაიცვალა
აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 60 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 933 პაციენტი კი გარდაიცვალა

ამერიკის შეერთებულ შტატებში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 60 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.

ინფორმაციას „სიენენი“ ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 60 315 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 933 პაციენტი კი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ამერიკის შეერთებულ შტატებში „კოვიდ-19“-ის 8 273 052  შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 221 052 პაციენტი გარდაიცვალა.