აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 3 872 ადამიანი გარდაიცვალა
აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 3 872 ადამიანი გარდაიცვალა

აშშ-ში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 3 872 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსი 164 665 ადამიანს დაუდასტურდა.

შესაბამის მონაცემებს „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სულ აღრიცხულია „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 25 762 000-ზე მეტი შემთხვევა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 433 067-ს შეადგენს.

აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებისა და გარდაცვლილთა რაოდენობით.