აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 3 054 ადამიანი დაიღუპა
აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 3 054 ადამიანი დაიღუპა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით 3 054 ადამიანი დაიღუპა, რაც პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დაფიქსირებული რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყნის მაშტაბით საავადმყოფოებში 106 000 ზე მეტი კოვიდინფიცირებული გადის მკურნალობას.

„კოვიდ-19“-ის გავრცელების, ასევე ლეტალური შემთხვევების კუთხით, ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოში პირველ ადგილზეა, 15 მილიონზე მეტი შემთხვევით და 289 000-ზე მეტი დაღუპულით.