აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 75 468 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 75 468 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სისტემების მეცნიერების და ინჟინერიის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
ეპიდემიის დაწყების შემდეგ, აშშ-ში „კოვიდ-19“-ით უკვე 8 848 875 ადამიანი დაინფიცირდა.
ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსულ ინფექციას 1 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულების საერთო რაოდენობა კი 227 604-ს აღწევს.
ოქტომბრის დასაწყისიდან, აშშ-ის სულ მცირე 29 შტატში ინფექციის გავრცელების მაჩვენებლებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.
„ეიბისის“ ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით საავადმყოფოების 20 პროცენტს ინტენსიური თერაპიის განყოფილებების საწოლების 80 პროცენტზე მეტი უკვე გამოყენებული აქვთ.