აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 62 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა

08:01, 16.10.2020

აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 62 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს აგვისტოს შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოში აშშ-ში ერთ დღეში 66 ათასი ინფიცირებული აღრიცხეს.

სულ აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა რვა მილიონს უახლოვდება. კორონავირუსს ქვეყანაში 217 ათასი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მსგავსი